среда, 5 ноября 2014 г.

სასწავლო პროექტის გეგმა

             სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
ქურასბედიანი  შორენა
რაიონი
ლენტეხის  რაიონი
სკოლა
ხოფურის საჯარო სკოლა
ქალაქი

თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
                აღმოსავლეთი  თუ დასავლეთი,ორი იბერიის თანამიმართება.

თემის შინაარსი
ქართველებისა და ბასკების ნათესაური კავშირი სერიოზული განსჯის საგანია მეცნიერბისთვის,არებობს უამრავი მოსაზრება,ისტორიული კვლევები,თუმცა ჯერ კიდევ ბევრი რამ არ არის გამოკვლეული,თემა საინტერესო და აქტუალურია,რა არის საერთო ჩვენსა და ბასკებს შორის,ვეცადეთ ისტორიული ფაქტები კვლავ გადაგვესინჯა,ვინა ვართ ჩვენ და ვინ არიან  ბასკები,იტორიული ბედუკუღმართობა თუ შორეთის ახლობლები.
საგანი
ისტორია,გეოგრაფია,ისტი.
დონე/კლასი  
IX,X, კლასი,საშუალო საფეხური.
განხორციელების დროის ჩარჩო
   ორი კვირა.
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
ისტ.IX.1. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები და გაანალიზოს ამ მხარეების საზღვრების ისტორიული პროცესებით განპირობებული ცვალებადობა.
  .რუკაზე აღნიშნავს საქართველოს ტერიტორიაზე გამავალ სხვადასხვა ეპოქის სავაჭრო გზებს.
  .წერილობითი სახით შეუძლია ჩამოაყალიბოს თვლსაზრისი საქართველოს ეკონომიკაში უცხო ქვეყნის მმართველობით გამოწვეული დადებითი და უარყოფითი ცვლილებების შესახებ.
ისტ.IX.5. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე.
      .მსჯელობს კონკრეტულ საგარეო პოლიტიკურ ცვლილებებზე,რომლებმაც გავლენა მოახდინეს ქართულ სახელმწიფოებრიობაზე.
      .ცხრილის საშუალებით გამოყოფს საშინაო და საგარეო ფაქტორებს,რომლებიც ქართული სახელნწიფოს წარმოქმნის მიზეზი გახდა.
    გეო.IX.8. განიხილავს საქართველოს მდებარეობას და ადგენს ქვეყნისათვის მის მნიშვნელობას.
.მსჯელობს საზღვრების გატარების თავისებურებებსა და მნიშვნელობაზე საერთაშორისო,ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე.
.მსჯელობს საქართველოს ტერიტორიის ფორმირების შესახებ: დააქვს სხვადასხვა ეპოქის საზღვრები კონტურულ რუკაზე.

მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
.შექმნან საინფორმაციო ბუკლეტები.
.შექმნან მხატვრული ტექსტი -,,იბერია თუ ივერია“
.გააკეთონ ურთიერთშეფასება და თვითშეფასება.
.მოამზადონ და წარმოადგინონ პრეზსნტაცია მათთვის სასურველ ფორმატში.
 .პროექტის შეფასება-შეჯამებისთვის მოაწყონ პრეზენტაცია.

  შედეგად მოსწავლეებს განუვითარდებათ:

                      .ინფორმაციის მოძიების უნარი.
                     .კვლევების დაგეგმვისა და ჩატარების უნარი.
                     .ჯგუფის შემოქმედებითი უნარი.
                     .მოძიებული ინფორმაციის კლასიფიკაციისა და ინტერპრეტაციის უნარი.
                     .კვლევის შედეგების ანალიზის უნარი.


მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
Ø  გიყვართ საქართველო?
Ø  გიყვართ მოგზაურობა?

თემატური კითხვები
Ø  ისურვებდით ბასკეთში მოგზაურობას?
Ø  თვლით რომ ჩვენ ნათესავებად ვითვლებით?
Ø  იბერია თუ ივერია?
            
შინაარსობრივი კითხვები
Ø  შესაძლებელია თუ არა ისტორიული კავშირების დადგენა?
Ø  რა არის ამისათვის საჭირო?
Ø  როგორ შეიძლება აღვადგინოთ ისტორიული ურთიერთობები?



შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ




მოსწავლეთა მზაობა პროექტისადმი


კითხვარი:

მოსწავლეთა მიერ შექმნილი საინფორმაციო ბროშურები.

საინფორმაციო მასალების ორგანიზებულად აგებისა და შინაარსობრივი მოთხოვნების დაცვის უნარი

 პრეზენტაციის მომზადებისა და აუდიტორიისათვის წარდგენის უნარი.

შერჩეული საპროექტო თემის შესრულების უნარი.


წარმოდგენილი პროექტის შეფასების რუბრიკა.

 პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა.

პროექტზე დაკირვების ჩეკლისტი.
შესრულებული სამუშაოს შეფასების რეფლექსიის უნარი.

მოსავლეთა საჭიროებების  კვლევა.
ერთწუთიანი პრეზენტაცია რეფლექსიისთვისისათვის.


დაკვირვების, ჩეკლისტების,შეფასების რუბრიკების გაანალიზება,მონაცემთა ანალიზი,კვლევა.










შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
  .კითხვარის საშუალებით დავადგენ მოსწავლეთა მზაობას პროექტისადმი.
  .მოსწავლეთა მიერ დამზადებული  ბროშურები პროექტის შესახებ დამეხმარება განვსაზღვრო,რამდენად აქვთ გაცნობიერებული პროექტის იდეა და ამოცანები.
  .მოსწავლეები ერთმანეთის  ნაშრომის შეფსებისა  და თვითშეფასებისათვის  გამოყენებენ შეფასების რუბრიკას,ამავე რუბრიკით  მასწავლებელი შეაფასებს მოსწავლეთა ნაშრომებს (რუბრიკებს შეიმუშავებს და მოსწავლეებს წინასწარ აცნობს მასწავლებელი).
  .წერილობითი ტექსტის მიხედვით მოსწავლეთა მიერ შექმნილი პრეზენტაციები შეფასდება რუბრიკით (პრეზენტაციის შესაქმნელად  ფორმატს არჩევენ მოსწავლეები,მასწავლებელი მიუთითებს რამდენიმე გამოსაყენებელ პროგრამას.
  .მოსწავლეთა მიერ მომზადებული ინტერვიუვები შეფასდება დაკვირვების ჩეკლისტით.
  .პროექტის შეჯამება-შეფასებისათვის თითოეული მოსწავლე გააკეთებს ერთწუთიან პრეზენტაციას  რეფლექსიისთვის. დაკვირვების  ჩეკლისტებით და შეფასების  რუბრიკების ანალიზით მიღებულ შედეგებს გამოვიყენებ კვლევის ჩასატარებლად,მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად და მომდევნო სამუშაოს დასაგეგმავად.

სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
  პროექტის ფაეგლებში დაგეგმილი აქტივობებისთვის შესრულებისათვის მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ:
ü  პროექტის  ფარგლებში  საინტერესო მასალების  მოძებნა.
ü  პრეზენტაციის  მომზადება  PowerPoinnt და სხვა საპრეზენტაციო პროგრამით.
ü  უნდა იცოდნენ რა განსხვავებაა ორ სხვადასხვა ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეეებს შორის.
ü  უნდა იცოდნენ როგორ მოიძიონ ისტორიული და გეოგრაფიული მასალები.
 
სასწავლო პროცედურები                         
     პროექტის დაწყებამდე მასწავლებელმა უნდა განსაზღვროს,მზად არიან თუ არა მოსწავლეები პროექტის      ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების შესასრულებლად,გააჩნიათ თუ არა საბაზისო ცოდნა და უნარ-ჩვევები.ამის დასადგენად იყენებს კითხვარებს- კითხვარი პირველი და კითხვარი მეორე.თუკი გამოკითხვის შედეგი დამაკმაყოფილებელი იქნება, შესაძ-ლებელია,პტოექტის განხორვიელების ეტაპზე გადასვლა,იმ შემთხვევაში,თუკი აღმოჩნდება,რომ მოსწავლეები ვერ ფლობენ სა- კმარის ცოდნას,კიდევ ორი  გაკვეთილი დაეთმობა პროექტისათვის მოსამზადებელ  სამუშაოს-მასწავლებელი მოსწავლეებთან განიხილავს და გააანალიზებს პროექტის მთავარ მიზანს.
                        პროექტის პირველი დღე- მას შემდეგ,რაც მოსწავლეები მზად იქნებიან სამუშაოდ, მასწავლებელი წარუდგენს მათ პროექტს.პროექტის წარდგენისა და მოსწავლეთათვის მომავალი აქტივობებისადმი განწყობის შესაქმნელად გამოიყენებს მომართულების  მიმცემ   კითხვებს:
ზოგადი კითხვები:
Ø  გიყვართ საქართველო?
Ø  გიყვართ მოგზაურობა?
თემატური კითხვები:
Ø  ისურვებდით ბასკეთში მოგზაურობას?
Ø  თვლით რომ ჩვენ ნათესავებად ვითვლებით?
Ø  იბერია თუ ივერია?
შინაარსობრივი კითხვები:

Ø  შესაძლებელია თუ არა ისტორიული კავშირების დადგენა?
Ø  რა არის ამისათვის საჭირო?
Ø  როგორ შეიძლება აღვადგინოთ ისტორიული ურთიერთობები?
                პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა კარგად გაიაზრონ       პროექტი  თუ რა სახის სამუშაოს შესრულება მოუწევთ. იმისათვის, რომ განისაზღვროს,რამდენად გაიგეს მოსწავლეებმა პროექტის იდეა და შინაარსი,მასწავლებელი ავალებთ მათ პროექტის წარსადგენი ბუკლეტის შექმნას.ბუკლეტებზე იმუშავებენ სამეულებ. მოსწავლეთა ჯგუფების შესაქმნელად მასწავლებელი იყენებს მეთოდს    ,,პასტელების ჯადოქრობა“. მოსწავლეთა სამეულები მომდევნო გაკვეთილებისთვის დაამზადებენ ბუკლეტებს, ბუკლეტების პრეზენტაციიისთვის მოაწყობენ დროში მოგზაურობას, ისაუბრებენ პროექტის ამოცანების შესახებ .
    პროექტის მეორე დღე- მასწავლებელი ავალებ მოსწავლეებს დაწერონ ესსე ,,აღმოსავლეთი და დასავლეთი  იბერია“.თხზულების დაწერისათვის  აძლევს ინსტრუქციას:თუ როგორ იცვლებოდა საუკუნეების განმავლობაში ორი სხადასხვა მხარის ისტორია.მოსწავლეებს განუმარტავს,რომ,ესეს შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ისტორიული ფაქტების სიზუსტეს, შემოქმედებითობას და ორიგინალურობას,-აცნობს შეფასების სქემას.
             პროექტის მესამე დღე-   მასწავლებელი აწყვილებს მოსწავლეებსდაწყვილებისათვის  იყენებს ,,კამათელს“, წყვილში მოხვედრილი მოსწავლეები რუბრიკის მიხედვით აფასებენ ერთმანეთის  ნამუშევრებს,შემდეგ კი საკუთარ ესებს,შეფასების მესამე ეტაპზე მასწავლებელი აფასებს ესეებს,ასევე მოსწავლეთა შეფასების ადეკვატურობას.(აღნიშნული აქტივობა დაეხმარება მოსწავლეთა თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების 
უნარის განსაზღვრაში.
         პროექტის მეოთხე დღე- მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს მოსწავლეებს,ესეს წარსადგენად მოამზადონ პრეზენტაციები,პრეზენტაციებში გამოკვეთილი უნდა იყოს თხზულების ძირითადი შინაარსი პროექტის მიზანთან მიმართებაში.პრეზენტაცია უნდა შედგებოდეს მინიმუმ 7 და მაქსიმუმ 12 სლაიდისაგან,გააცნობს შეფასების რუბრიკას.სთხოვს გაამახვილონ ყურადღება დროის ლიმიტზე.
 პროექტის მეხუთე დღე-მოსწავლეები წარმოადგენენ პრეზენტაციებს,თითოეულ პრეზენტაციას დაეთმობა 3წუთი.რუბრიკის მიხედვით შეფასდება პრეზენტაციის შინაარსობრივი მხარე და პრეზენტატორის უნარები.შეფასებები გადააქვთ ფლიფჩარტზე და იყენებენ მომდევნო პრეზენტაციის შემდეგ პროგრესის შესაფასებლად,რადგან 45-წუთიან გაკვეთილზე,ყველა პრეზენტაციის წარდგენა და შეფასება არ ხერხდება.  
    პროექტის მეექვსე დღე-    მოსწავლეები უნდა მოემზადონ პროექტის წარსადენად,მასწავლებელი სასწავლო       მეთოდი      ,,სუპერ დეტექტივის’’ გამოყენებით გადაანაწილებს მოსწავლეებს,ეწყობა მეთოდის ინსცენირება,განიხილება პროექტის მთავარი იდეა და შესასრულებელი სამუშაო,მთავარი მოსწავლეებმა შეასრულონ პროექტის წესები.
        პროექტის მეეშვიდე დღე- დაეთმობა პროექტის მონაწილეთა ნამუშევრების,ჩანაწერების განხილვას,რომელმა        მოსწავლემ რა სახის კვლევა აწარმოა,სად მოიპოვეს თითოეული ინფორმაცია,მოახდენენ ისტორიული და გეოგრაფიული მასალების შეჯერებას,ამ ქტივობას დაეთმობა ორი დღე.
        პროექტის მეეცხრე დღე-მოსწავლეებმა ერთმანეთებს უნდა გააცნონ და გაანალიზონ დამვირვებლის როლში ყოფნის დროს გაკეთებულიება  ჩანაწერები შეფასების ჩეკლისტები,აჯამებენ შედეგებს და ამზადებენ ზეპირ პრეზენტაციებს  ამ  შედეგების წარმოსადგენად,მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს პრეზენტაციის დროს ყურადღება გაამახვილონ პროექტის ძლიერ და სუსტ მხარეებზე,გამოკვეთონ,რა უნდა შეცვალონ,გამოასწორონ მომავალში.მოსწავლეთა ჯგუფები წარმოადგენენ პრეზენტაციებს.

       მასწავლებელი  სთხოვს მოსწავლეებს  მოემზადონ  პროექტის შეჯამებისთვის,აძლევს ინსტრუქციას შემაჯამებელი აქტივობისთვის,თითიოულ მოსწავლეს მიეცემა ერთი წუთი,რათა გაუზიარონ თანაკლასელებს პროექტის ფარგლებში  მიღებული  გამოცდილება.რა ასწავლა ამ პროექტმა და რა ისწავლა ისეთი, რასაც მომავალში გამოიყენებენ სასწავლო თუ სხვა მიზნებისათვის. გარდა ამისა,მოსწავლეებმა უნდა მოამზადონ და წარმოადგინონ პროექტის მიმდინარეობისას გადაღებული ფოტომასალის კოლაჟი და წარუდგინონ თანაკლასელებს,კოლაჟებს ამზადებენ ჯგუფები,რომლებიც მუშაობდნენ  თემის პრეზენტაციაზე.
   პროქტის მეათე დღე-პროექტის შეჯამება-შეფასება.  მოსწავლეები: ა) წარადგენენ ფოტოკოლაჟებს,იხსენებენ პროექტზე მუშაობის  სხვადასხვა ეპოზოდებს. ბ) ორი წუთის რეგლამენტით თითოეული მოსწავლე საუბრობს მიღებული გამოცდილების შესახებ.აღნიშნავენ,რა მისცა მათ პროექტმა,რა ცოდნა და უნარ-ჩვევები შეიძინეს და როგორ გამოიყენებენ შეძენილ  ცოდნასა და უნარ-ჩვევებს მომავალში.

           მოსწავლეები პროექტზე მუშაობის ამსახველი ფოტოებითა და კომენტარებით ამზადებენ კედლის გაზეთს.
    მასწავლ;ებელი შეფასების რუბრიკებისა და დაკვირვების ჩეკლისტების საფუძველზე მონაცემთა ანალიზს,იკვლევს მოსწავლეთა ძლიერ და სუსტ მხარეებს,ადგენს  მოსწავლეთა საჭიროებებს და შეიმუშავებს მომდევო აქტივობებს.


   

   

  











დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
     მოსწავლე  დავალებას შეასრულებს განსხვავებულ ფორმატში. პროექტის წერის ნაცვლად იმუშავებს სპეციალურად მისთვის შექმნილი,მაქსიმალურად შეზღუდული ღია კითხვებით შედგენილ კითხვარზე,პრეზენტაციას წარმოადგენს ზეპირად ან სხვ მოსწავლეების დახმარებით.

არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

     არაქართულოვანი მოსწავლე პროექტს წარმადგენს მშობლიურ ენაზე,ვთხოვ უცხო ენის მასწავლებელის დახმარებით გადაითარგმნოს პროექტი ქართულ ენაზე  და მოამზადოს  პრეზენტაცია ქართულად განსაზღვრული რაოდენობის მარტივი წინადადებებით.მასწავლებლის დახმარებით მოამზადებს პროექტის ჩეკლისტს.

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
აღწერეთ სასწავლო გეგმის გაცნობის სხვადასხვა ფორმა, მათ შორის, დამოუკიდებელი სწავლა; ასევე, მოსწავლეთა ცოდნის წარმოჩენის განსხვავებული მეთოდები, მაგალითად, რთული დავალებები, სიღრმისეული კვლევა, მოკვლევა მსწავლელის მიერ არჩეულ თემაზე, ღია დავალებები და პროექტები. ჩამოთვალეთ კონკრეტული რესურსები, რომელსაც მოდულში გამოიყენებთ.
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა

 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      


ბეჭდვითი მასალები
კითხვარები,ჩეკლისტები,შეფასების რუბრიკები.
ინვენტარი/მასალები
ფლიფჩარტები,ფერადი მარკერები.
ინტერნეტრესურსები
Googles- საძიებო სისტემა.
სხვა რესურსები




Комментариев нет:

Отправить комментарий