среда, 5 ноября 2014 г.

რეფლექსია

   
რეფლექსია პირველი დღე  
ველოდი რომ ჩატარდებოდა  კომპიუტერული სწავლების  მესამე ეტაპი,მადლობა ტრენინგის ორგანიზატორებს და  ტრენერს ბატონ გიზო მუშკუდიანს,რომელმაც სერიოზულად დამაინტერესა კომპიუტერით მუშაობაში,აბსოლუტურად ვგრძნობ,რომ ვერ ვიქნები 21 ე  საუკუნეში  წარმატებული  მასწავლებელი თუ არ მექნება მიმნიმუმ საბაზისო კომპიუტერული უნარ-ჩვევები.საინტერესოდ ჩაიარა  ტრენინგის პირველმა დღემ, ვისაუბრეთ პროექტის შესახებ დავალებაც მივიღეთ მომდევნო დღისათვის,დამაბნია მასალის სიმრავლემ,თუმცა მზად ვარ სირთულეებთან შესაჭიდებლად,იმედია თავს გავართმევ....წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ჯგუფს.  

   ტრენინგის მეორე დღე                                                                                                   17.09.2014
გავაკეთეთ   დავალების პრეზენტაციები,დისკუსიაც გავმართეთ.ტრენერმა ჯგუფებად დაგვყო,თითოეულმა ჯგუფმა მინი პროექტი წარმოადგინა,ვისაუბრეთ პროექტის მახასიათებლებზე,პორტფოლიოს შექმნაზე ,საინტერესო მუშაობის პროცესია,თუმცა ვაღიარებ რომ ვრცელი სამუშაო და არცთუ მარტივი,დავალებაც მივიღეთ,ბრიშურის და პუბლიკაციის შაბლონი უნდა დავამზადოთვ.ვეცდები,რომ  გავართვა თავი დავალებას.
ტრენინგის მესამე დღე                                                                                                   24.09.2014
დღე საინტერესოდ დაიწყო,განვიხილეთ დავალებები,ვისუბრეთ ეროვნულ სასწავლო გეგმით მისაღწევ სტანდარტებზე,განახლებულ ბლუმის ტაქსონომიაზე,პორთფოლიოს შექმნაზე,მის მნიშვნელობაზე.მივიღეთ დავალებები ,,ბიბლიოგრაფიის’’ შევსებასთან დაკავშირებით
ტრენინგის  მეოთხე დღე                                                                                                   1.10.2014
ჯგუფში განვიხილეთ შესრულებული საშინაო დავალებები,მივიღეთ რჩევები პროექტის  მახასიათებლების  სწორად შევსებისათვის,მივიღეთ შესწორებები,განვიხილეთ შეფასების ნიმუშები,შეფასება ყველაზე რთული პრობლემაა სკოლაში,ამიტომ მისი შესწავლა  და სწორად შედგენა მასწავლებლის მთავარი მოვალეობაა.მივღეთ დავ ალება ,,ბიბლიოგრაფიის’’ შევსებასთან დაკავშირებით. 
ტრენინგის მეხუთე  დღე                                                                                                 8.10.014
ტრენინგი კვლავ საინტერესოდ დაიწყო,საავტორო უფლებების დაცვაზე ვისაუბრეთ,გავიაზრე რომ თითოეული ინტერნეტ რესრუსის გამოყენებაში გვჭირდება მაქსიმალური სიფრთხილე,რათა არ დავარღვიოთ სხვისი უფლებები,მასწავლებლების უფლებებს ნეტავ ვი დაიცავს? მაინტერესებს....... 
ტრენინგის მეექვსე დღე                                                                                                 15.10.2014
ტრენინგი საინტერესოდ მიმდინარეობს,განვიხილეთ ნაწილი პროექტების,კვლავ პორტფოლიოს  შედგენაზე ვმუშაობთ,ძალიან მინდა ყველა ნაწილი პროექტის კარგად შევასრულო თუმცა ძალიან ბევრი სააზროვნოა,ერთბაშად ამდენი დავალების შესრულება  მარტივი არ არის.მივიღეთ დავალება კვლავ პორტფოლიოს შედგენასთან დაკავშირებით,გამჩნდა ახალი იდეები ჩემს პროექტთან დაკავშირებით.
ტენინგის მეშვიდე დღე                                                                                                    22.10.2014
ტრენინგი საინტერესოდ დაიწყო,შევამოწმეთ თითქმის დასრულებული პროექტების ნაწილი,გავხსენით ინტელის ბლოგი,კვლავ მოსწავლეების როლში ვართ,მოსწავლეების სავარაუდო ნაშრომებზე  ვიმუშავეთ.მივიღეთ საშინაო დავალება უნდა ავტვირთოთ ჩვენი ნამუშევრები ბლოგებზე.
ტრენინგის მერვე დღე                                                                                                  29.10.2014
    ჩვენი ნამუშევრები ბლოგზე უნდა ავტვირთოთ,ამისათვის კვლავ  ვუბრუნდებით სამუშაო პროცესს,კვლავ გასაწორებელია შეცდომები,ვცდილობთ  საინტერესო ნამუშევარი დავდოთ   ბლოგზე,რაც მეტად სიღრმისეულად ვიხილავთ,მით უფრო მომწონს სამუშაო  პროცესი.
ტრენინგის მეცხრე დღე                                                                                                      5.10.2014
   დღეს  ინტელის საგანმანათლებლო პროგრამის  ბოლო ტრენინგია,საბოლოო ვერსიები პორტფოლიო უნდა განვათავსოთ ბლოგებზე,ნამდვილად შემიძლია ვთქვა რომ რაც შევძელი მაქსიმალურად ვიმუშავე.ძალიან  საინტერესო თუმცა არც ადვილი გახლდათ სამუშაო,ვეცდები იგივე  ენერგიით ვიმუშაო ჩემს მოსწავლეებთან,პროექტები    რაც შეიძლება მათგან რომ წამოვიდეს,მომეწონა  სატრეინინგო მასალა,დიდი მადლობა ტრენერს ბატონ გიზო მუშკუდიანს,წარმატებები მინდა ვუსურვო  პირადში და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.პატივისცემით  მინდა დავემშვიდობო ტრენინგის  მონაწილეებს,კოლეგებო თქვენს ხელშია მომავალი თაობის ბედი,უფალი შეგეწიოთ ამ დიდსულოვან საქმიანობაში.        


Комментариев нет:

Отправить комментарий